saqarTvelos qedebi - yuros qedi
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°40`30` ჩ. გ. 44°41`32` ა. გ. |
უმაღლესი წერტილი | ყურო |
სიმაღლე | 4071 მ |
ქედი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის ერთ-ერთ შემადგენელი სუბმერიდიანული განშტოება. წარმოადგენს მდინარეების თერგისა და ხდის წყალგამყოფს. ყუროს ქედის უმაღლესი მწვერვალია ყუროსწვერი (4091 მ). მნიშვნელოვანია ასევე მწვერვალი შინო (3948 მ).
ყუროს ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია სუბალპური, ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები. ყუროს ქედის პირველი ტრავერსის მონაწილენი იყვნენ ლ. მარუაშვილი, შ. მაყაშვილი და ი. იუხინი (1931).